სიახლეები
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს ივნისი 26, 2020

2020 წლის 26 ივნისის №1/86 განკარგულებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 99 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა.

მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

ინფორმაცია ივნისი 26, 2020

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქვეყნდება „მოსამართლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე საჩივრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ და „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილებების პროექტები.

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსს აცხადებს ივნისი 25, 2020

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება ანა დოლიძემ პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო და წერილობით საქართველოს პრეზიდენტს აცნობა.

კენჭისყრის შედეგები ივნისი 16, 2020

2020  წლის 16 ივნისს ჩატარდა ფარული კენჭისყრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის მიზნით. კენჭისყრის ბიულეტენში შეტანილი იყო ცამეტი კანდიდატი, რომელთაგან შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავიდა ექვსი  კანდიდატი.