დავით ნარიმანიშვილი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1977 წლის 16 დეკემბერს ახალციხის რაიონის ქ. ვალეში.

განათლება:

1994 წელს დაამთავრა ქ. ვალეს N1 საშუალო სკოლა.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიციის აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის აგვისტომდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება:

1998-2000 წლებში მუშაობდა კერძო საადვოკატო შპს ,,სიმართლეში" ადვოკატად.

2000-2003 წლებში დააარსა აიპ ,,დამოუკიდებელ იურისტთა კავშირი“.

2002-2003 წლებში იყო ქ. ვალეს და ახალციხის გამგეობის წევრი, ქ. ახალციხის გამგეობის იურისტი.

2003 წელს იყო ახალციხის N37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2004-2007 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად.

2006-2007 წლებში იყო მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში.

2007 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, შემდგომ კი სამმართველოს უფროსად.

2008 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედლით.

2011 წლის ნოემბრიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2012 წლის ოქტომბრიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.