მუმლაძე დავით (საბჭოს მდივანი)

დაიბადა 1964 წლის 24 აგვისტოს.

1970-1981 წლებში სწავლობდა ზესტაფონის რაიონის #1 საშუალო სკოლაში.

1981-1986 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1991-1996 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სისტემაში იურიდიული სამსახურის უფროსად.

1996-1997 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად.

1997-2000 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი- მდივანი.

2000-2001 წლებში იყო შემოსავლების მინისტრის პირველი მოადგილე.

2002-2003 წლებში იყო ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის უფროსი.

2003 წელს იყო საქართველოს პარლამეტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი ქ. ზესტაფონიდან.

2003-2004 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში.

2004 წელს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

1989 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის სისხლის სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები კრიმინოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.

არის საქართველოს კერძო დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურების ასოციაციის პრეზიდენტი. მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება – “პოლკოვნიკი”. არის სამართლის დოქტორი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.