დავით კეკენაძე

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1956 წლის 22 ოქტომბერს ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში.

განათლებული:

1973 წელს დაამთავრა სოფ. ღელვას საშუალო სკოლა.

1983 წელს დაამთავრა ქ. იჟევსკის ლენინის რაიონის უდმურტეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

1983-1989 წლებში მუშაობდა ქ. იჟევსკის ლენინის რაიონის უდმურტეთის პროკურატურის ორგანოებში, იყო პროკურატურის უფროსი გამომძიებელი, პროკურორის თანაშემწე და განყოფილების პროკურორი.

1989-1990 წლებში მუშაობდა ცხინვალის პროკურატურაში პროკურორის უფროს თანაშემწედ.

1990-1991 წლებში მუშაობდა ცხინვალის რაიონის პროკურორად.

1991 წელს იყო გორის სარაიონთაშორისო პროკურორი.

1991-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სამხედრო პროკურორი.

1992-1993 წლებში მუშაობდა ჭიათურის პროკურორის თანაშემწედ.

1994-2003 წლებში კითხულობდა სალექციო კურსს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე საოჯახო სამართალში.

1994 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ, ბიზნესისა და იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

1993-1994 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის შს განყოფილების უფროსად.

1994-1998 წლებში იყო აჭარის ა/რ უზენაესი სასამართლოს წევრი.

1998-2001 წლებში იყო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე.

2001-2002 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ პროკურორად.

2002-2003 წლებში იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2003-2006 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2006 წლის აპრილიდან აგვისტომდე ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.

2006-2013 წლებში იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2009-2013 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, სენაკის და მესტიის რაიონულ სასამართლოებში.

2010 წელს დაეკისრა სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2011 წელს გამოქვეყნებული აქვს 5 სამეცნიერო ნაშრომი სამოქალაქო სამართალში.

2013-2015 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2016-2018 წლებში იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

2019 წლის ივნისიდან ნოემბრამდე დაკისრებული ჰქონდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება და იმავდროულად მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გალი-გულრიფშის და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში.

2019 წლის დეკემბრიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს გალი-გულრიფშის და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში და იმავდროულად დაკისრებული აქვს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.