დამტკიცდა მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი
ივნისი 23, 2017

2017 წლის 14 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა, რომელზეც დამტკიცდა მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა და მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2017 წლის 24 ივნისი, 11:00 საათი, იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

XXI რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრების (სამი წევრის) არჩევა.

კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე უნდა წარმოადგინონ კანდიდატურა.

აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. №32.

საკონტაქტო პირი:

ნოდარ ბერიძე - nodari.beridze@supremecourt.ge; ტელ: 577 14 99 59

გულიკო ორთოიძე - guliko.ortoidze@supremecourt.ge; ტელ: 577 71 10 50

დღის წესრიგი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.