დამოუკიდებელი ინსპექტორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
მაისი 29, 2018

2018 წლის 29 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, დამოუკიდებელი ინსპექტორი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) წარმომადგენლებს შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დამოუკიდებელ ინსპექტორს გააცნეს ,,სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის მიზანი და ამოცანები, მათ შორის, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებული კომპონენტი (მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია).

შეხვედრის შედეგად დაიგეგმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა.