დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების განაცხადების მიღება
მაისი 11, 2019

შერჩევაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით, კერძოდ, მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით. სისტემაში უკვე დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა უნდა ისარგებლონ არსებული ელექტრონული ფოსტის და პაროლის საშუალებით.

მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ, „ვაკანსიებში“ განთავსებულია ინფორმაცია, რომელზეც მიბმულია „განაცხადის შევსება“.

განაცხადი შედგება 7 სექციისაგან, რომელშიც უნდა შეივსოს მოთხოვნილი ინფორმაცია (რედაქტირებაზე ან ზოგიერთ შემთხვევაში დამატებაზე დაჭერის გზით). გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი და მხოლოდ ამის შემდეგ დააჭიროთ „განაცხადის შეტანას“ (მე-7 სექციაში). განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში, პროგრამა არ იძლევა საშუალებას ხელმეორედ გაკეთდეს განაცხადი. განაცხადში გათვალისწინებულია ფოტოს ატვირთვაც.

შერჩევაში მონაწილეობის მსურველს შეუძლია შევიდეს განაცხადში და გაეცნოს წარმოსადგენ ინფორმაციას ან ნაწილობრივ შეავსოს, შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს და დაასრულოს შევსება. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პირმა არ უნდა გამოიყენოს „განაცხადის შეტანის“ ღილაკი და ისე გამოვიდეს განაცხადიდან.

განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Google Chrome-ის ბრაუზერით.
რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.

განაცხადის შევსების შემდეგ შერჩევაში მონაწილეობის მსურველმა პირმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა გამოაგზავნოს საბჭოს მიერ ამ პირის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მისი პერსონალური მონაცემების) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35(2) მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. (იხ. თანხმობის ფორმა)

პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 32 227 31 00 + 128/111 ან 577 554421; 595 850395; 595 223599