რაიონული (საქალაქო) სასამართლოები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც მისი განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საქმეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, – კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.

რაიონული სასამართლო იქმნება მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში). საქალაქო სასამართლო იქმნება თვითმმართველ ქალაქში. საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია თვითმმართველ ქალაქთან ერთად შეიძლება მოიცავდეს მუნიციპალიტეტსაც (მუნიციპალიტეტებსაც).

რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქალაქო, რაიონული და მაგისტრატი სასამართლოები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლო;

2. რუსთავის საქალაქო სასამართლო;

3. ფოთის საქალაქო სასაამართლო;

4. ბათუმის საქალაქო სასამართლო;

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლო

6. მბროლაურის რაიონული სასამართლო

7. ახალქალაქის რაიონული სასამართლო

8. ახალციხის რაიონული სასამართლო

9. ბოლნისის რაიონული სასამართლო

10. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო

11. გორის რაიონული სასამართლო

12.გურჯაანის რაიონული სასამართლო

13. ზესტაფონის რაიონული სასამართლო

14. ზუგდიდის რაიონული სასამართლო

15. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

16. თელავის რაიონული სასამართლო

17. მცხეთის რაიონული სასამართლო

18. ოზურგეთის რაიონული სასამართლო

19. სამტრედიის რაიონული სასამართლო

20. საჩხერის რაიონული სასამართლო

21. სენაკის რაიონული სასამართლო

22. სიღნაღის რაიონული სასამართლო

23. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო

24. ცაგერის რაიონული სასამართლო

25. ხაშურის რაიონული სასამართლო

26. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო