ჩინჩალაძე მიხეილ

დაიბადა 1978 წლის 9 მარტს, ქ. თბილისში.

1984-1995 წლებში წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის #57-ე საშუალო სკოლა.

1995-2000 წლებში წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის უფასო დასწრებული განყოფილება, იურისტის კვალიფიკაციით-სპეციალობა სამართალმცოდნეობა.

2000-2003 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი.

ამჟამად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

1999-2004 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომის მდივანი, თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე.

2004-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, შიდა ქართლის საოლქო პროკურორი, მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი.

2005 წლის მაისი - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

2007 წელს მინიჭებული აქვს საკლასო ჩინი - იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

2004 წლის ივნისი სერტიფიკატი კომპლექსურ ფინანსურ დანაშაულთა თემაზე.

2006 წლის მაისი აშშ ქ. ინდიანაპოლისი, აშშ პროკურატურის კვლევის ინსტიტუტის სერტიფიკატი - კონფერენცია საზოგადოებრივი პროკურატურის თემაზე.

2007 წლის იანვარი - წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაციით).

(ასევე წარმატებით ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა, ადვოკატთა (საერთო სპეციალიზაციით) საკვალიფიკაციო გამოცდები).

2009 წლის ივნისი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. ბერლინი - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - მდგრადი განვითარება საჭიროებს კანონიერებას.

2007 წლის ივნისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2007 წლის 31 ივლისის #7 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.