დაიბადა 1975 წელს ქ. ზესტაფონში.
1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.
2002-2003 წლებში ატარებდა სამეცნიერო კვლევას პოტსდამის უნივერსიტეტის მუნიციპალურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (DAAD-ის სტიპენდია).
1998 წელს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი.
1998- 1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
1999-2000 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის დეპარტამენტის უფროსი.
2000 წელს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსი.
2000-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი.
2000 წელს იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე.
2000-2001 წლებში იყო პოტსდამის უნივერსიტეტის მუნიციპალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი.
2001-2003 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.
2003-2004 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის უფროსი.
2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2005 წლის მარტიდან 2006 წლის ივლისამდე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.