ბადრი ნიპარიშვილი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1985 წლის 19 სექტემბერს, ქ. კასპში;

არის სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის სახელმძღვანელო წინადადების თანაავტორი და რედაქტორი (2015);

არის საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის შედგენილი მრავალი რეკომენდაციისა და სახელმძღვანელო წინადადებების ავტორი; თანაავტორი;

განათლება:

2002 წელს დაამთავრა ქ. კასპის საერო გიმნაზია;

2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

2007 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა;

2008 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

2015 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი;

2013 წელს დაამთავრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეობის კანდიდატთა მოსამზადებელი პროგრამა პირველი სარეიტინგო ადგილით (ასევე საერთო პირველი სარეიტინგო ადგილი);

არის თბილისის პოლიტიკური სკოლის 2010-2011 წლების კურსდამთავრებული;

ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის (2011), პროკურატურის მუშაკთა (2010) და ადვოკატთა (2008) საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2016 წლის 29-31 იანვარს გაიარა სპეციალური მომზადება თემაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ასევე არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

არის ადამიანის უფლებების, სისხლის სამართლის, ტრეფიკინგის, სწავლების მეთოდების, პროექტის მენეჯმენტისა და სხვა საკითხებზე ჩატარებული სემინარებისა და ტრენინგების მონაწილე.

2011 წლის ივნისში მონაწილეობდა ევროპის საბჭოს დემოკრატიის საზაფხულო უნივერსიტეტში თემაზე -“პოლიტიკა და ეთიკა” - სტრასბურგი, საფრანგეთი;

2011-2015 წლებში კანონის უზენაესობისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხებზე, ასევე სასამართლო სისტემების გაცნობის მიზნით, სასწავლო ვიზიტებით იმყოფებოდა ნორვეგიაში, სერბეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში.

სამუშაო გამოცდილება:

2008-2012 და 2013-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად;

2006-2008 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ;

2006 წლის (მარტიდან დეკემბრამდე) მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სპეციალისტად, სტაჟიორად;

2015 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი;

2014-2015 წლებში იყო პროექტის - „მართლმსაჯულების გაძლიერება“ - ფარგლებში საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის მიერ ჟურნალისტებისა და მოსამართლეებისათვის, ასევე ბათუმის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის ორგანიზებული ტრენინგებისა და სემინარის ტრენერი;

2014-2015 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის სახელმძღვანელო წინადადების განმსაზღვრელი კომისიის მდივანი;

2014-2015 წლებში იყო ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს ფარგლებში „წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვისა და გამოძიების მექანიზმის შექმნის“ თემაზე არსებული სამუშაო ჯგუფის ექსპერტი;

2014 წელს მიწვეული იყო ექსპერტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებით განხილვაზე;

2014-2016 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ანალიზის, განზოგადებისა და სისტემატიზაციის დადგენის სამუშაო ჯგუფის წევრი;

2010-2011 წლებში იყო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე გადაწყვეტილებათა ნიმუშების, ასევე მტკიცებულებისა და მტკიცების წესებისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციების შესახებ საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის რეკომენდაციების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფების წევრი;

2009-2010 წლებში იყო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფების წევრი;

2016 წლის იანვრიდან გამწესდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.