დემეტრაშვილი ავთანდილ

დაიბადა 1941 წელს ს. თონეთში.

1963-1967 წლებში დაამთავრა პერმის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1971-1975 წლებში დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1976 წლიდან არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

1979-1984 წლებში მუშაობდა თბილისის მილიციის უმაღლეს სკოლაში.

1986-1990 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1993-1995 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. ასევე სახელმწიფო მეთაურის აპარატის საკონსტიტუციო აქტების მომზადების სამსახურის ხელმძღვანელი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

1990-1995 წლებში იყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე სამართლებრივი სისტემების კათედრის გამგე.

1996-2001 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2001-2004 წლებში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დანიშნულ იქნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად.

მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველის სპეციალური წოდება

ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი.