ანჯაფარიძე კახაბერ

დაიბადა 1976 წლის 9 აპრილს ქ. თბილისში.

1993 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.თბილისის #54 საშუალო სკოლა.

1993–1998 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1998–2001 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპირანტურაზე.

2001–2004 წლებში მუშაობდა საადვოკატო კომპანია ,,სანდოს“ იურისტად.

2002–2004 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ ,,გორგასალში“ (სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოს და სამართლის ისტორია, სახელმწიფოსა და სამართლის თეორია, კონსტიტუციური სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი).

2004–2005 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე.

2005–2008 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში – მთავარი მრჩევლის, მთავარი კონსულტანტის, სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

2008 წელს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამისნისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

2008 წლის 21 მარტიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი – იურიდიული კომიტეტისა და საპროცედურო საკითთა და წესების კომიტეტის წევრი.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 6 ნოემბრის დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.