ზაზა ხარებავა
პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1972 წლის 27 იანვარს სამტრედიაში.
განათლება:
1991-1998 წლებში სწავლობდა ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება:
1994-1999 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს აღმასრულებლად.
1999-2009 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
2014-2015 წლებში მუშაობდა შპს ,,საგზაო მშენებლობა - ალტკომის“ ფილიალში იურისტად.
2009-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად.
2017 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად.