თამარ ონიანი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1982 წლის 20 აპრილს ლენტეხში;

განათლება:

2004 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში;

2008 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით;

2009 - 2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

სამუშაო გამოცდილება:

2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ საზოგადოებრივ საწყისებზე;

2005 წელს (თებერვლიდან ნოემბრამდე) მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად;

2006 - 2007 წლებში მუშაობდა სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის კონსულტანტად;

2007 წელს (ივნისიდან ოქტომბრამდე) მუშაობდა `პროკრედიტ ბანკში იურისტ-ადმინისტრატორად;

2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მოსამართლის რეფერენტად;

2010 წლის 6 აგვისტოს მოსამართლედ დაინიშნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში და მივლინებულიქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ;

2010 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლის 24 მარტს მოსამართლეთა კონფერეციის მიერ არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.