სერგო მეთოფიშვილი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1961 წლის 1 აგვისტოს, ქ. თბილისში;

განათლება:
1978 წელს დაამთავრა თბილისის #78-ე საშუალო სკოლა;

1985 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

1987-1988 წლებში იყო ჯერ წალკის რაიონის პროკურატურის სტაჟიორი პროკურორის თანაშემწე, შემდგომ ახალქალაქის რაიონის პროკურატურის სტაჟიორ გამომძიებელი;

სამუშაო გამოცდილება:

1989 წელს მუშაობდა ახალქალაქის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად;

1989-1992 წლებში მუშაობდა დმანისის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად;

1992 წელს იყო დმანისის რაიონის პროკურორის თანაშემწე;

1992-1993 წლებში მუშაობდა მთავარი სამხედრო პროკურატურის გმს გამომძიებლად;

1993-1994 წლებში იყო ახალციხის სამხედრო პროკურორის მოადგილე;

1994-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის მთავარ სამხედრო პროკურატურაში საერთო ზედამხედველობის განყოფილების უფროს პროკურორად;

1997-2002 წლებში მუშაობდა მთავარი სამხედრო პროკურატურის შეიარაღებულ ძალებში მოკვლევისა და ადამიანთა უფლებების დაცვის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროს პროკურორად;

2002-2003 წლებში მუშაობდა მთავარი სამხედრო პროკურატურის სასჯელთა აღსრულების კანონის შესრულებაზე ზედამხედველობის ჯგუფში პროკურორის უფროს თანაშემწედ;

2002-2003 წლებში იყო მთავარი სამხედრო პროკურატურის კადრების, ორგანიზაციული უზრუნველყოფის, სტატისტიკისა და კონტროლის განყოფილების უფროსის მოადგილე;

2003-2004 წლებში მუშაობდა მთავარი სამხედრო პროკურატურის განყოფილების პროკურორ-კრიმინალისტად;

2004-2005 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში სს დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსად;

2005-2006 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად;

2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციაში;

2009-2010 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2010-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2009-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;

2011-2013 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე;

2013-2016 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;

2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2016 წლის მარტიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ;

2016 წლის 20 თებერვალს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად;