რევაზ ნადარაია

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1979 წლის 11 აგვისტოს მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონში.

განათლება:

1996 წელს დაამთავრა დიდი ჭყონის საშუალო სკოლა.

2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2003 წლის ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2007 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2007-2009 წლებში სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

სამუშაო გამოცდილება:

2002-2005 წლებში მუშაობდა "ადვოკატთა კავშირი XXI"- ში ადვოკატად.

2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2009-2010 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოში.

2010-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2012-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2016 წლის მარტში დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

2017 წლის აპრილში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.