საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1964 წლის 27 იანვარს ქალაქ ხაშურში;

1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;

განათლება:

1985-1990 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წარჩინებით დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

1990-1993 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი სისხლის სამართლის მიმართულებით;

არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი;

სამუშაო გამოცდილება:

1999-2008 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის დოცენტი და ასოცირებული პროფესორი;

2007 წელს იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;

2004 წელს იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის გამგეობის წევრი და პედაგოგი სისხლის სამართალში;

1998-1999 წლებში იყო საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;

1994-2001 წლებში იყო სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემმუშავებელი კომისიის წევრი;

1994-1999 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე: მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს მთავარი კონსულტანტი, საკანონმდებლო განზრახულებათა განყოფილების უფროსი, საჯარო სამართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, საჯარო კანონმდებლობის განყოფილების უფროსი, საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამართლის ჰარმონიზაციისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

1999-2006 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი; სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;

2010-2012 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის ექსპერტი;

2012 წლიდან არის სისხლის სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი კომისიის წევრი;

2011-2014 წლებში იყო გერმანიის ქ. ფრაიბურგის მაქს-პლანკის საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის ინსტიტუტის (MPI) სამეცნიერო სტიპენდიატი და პროექტის ,,სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარება და სამართლის როლი გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულებაში‘‘ - ექსპერტი საქართველოდან;

2012-2011წლებში იყო ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტის ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა“ - ექსპერტი;

2012-2014 წლებში იყო ევროკავშირის ,,კანონის უზენაესობის“ პროექტის ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში“ - ექსპერტი;

2015 წლის 20 მარტიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;