პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1980 წლის 2 თებერვალს ქ. თბილისში
განათლება
2016 - 2017 წლებში სწავლობდა ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში. ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ;
2016 წელს (აპრილი - აგვისტო) სწავლობდა მონტანას უნივერსიტეტში, ინგლისური ენის ინსტიტუტი.მიზულა, მონტანა, აშშ;
2010 წლიდან დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი. თბილისი, საქართველო;
2009 წელს (აგვისტო - დეკემბერი) სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში ღია საზოგადოების ფონდების მიერ დაფინანსებული ადამიანის უფლებათა ადვოკატების პროგრამის ფარგლებში. ნიუ-იორკი, აშშ;
2008 – 2009 წლებში სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრირების დეპარტამენტში, ლეინ კირკლენდის სახელობის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში; ვარშავა, პოლონეთი;
1997-2002 წლებშო სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტზე და მოიპოვა მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; თბილისი, საქართველო;
1997 წელს დაამთავრა თბილისის #2 საღამოს საშუალო სკოლა;
სამუშაო გამოცდილება:
საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 21 ივნისს არჩეული იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად;
2017 წლის იანვარი - ივნისში იყო სამართლებრივი მკვლევარი/სტაჟიორი შტატის სასამართლოების ეროვნული ცენტრში. არლინგტონი, ვირჯინია, აშშ;
2015 – 2017 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ სამართლებრივი ექსპერტი. თბილისი, საქართველო;
2013 – 2016 წლებში იყო „ასოციაცია - საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ აღმასრულებელი დირექტორი. თბილისი, საქართველო;
2013 – 2015 წლებში იყო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ოფისში ევროკავშირის, ღია საზოგადოების ფონდების და ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების კოორდინატორი. თბილისი, საქართველო;
2011 – 2013 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი. თბილისი, საქართველო;
2010 წელს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე; თბილისი, საქართველო;
2007 – 2010 წლებში იყო პროექტის - „სტრატეგიული სამართალწამროება სამხრეთ კავკასიაში“ კოორდინატორი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“;
2009 წელს იყო სტაჟიორი/პროექტის კოორდინატორი ადამიანის უფლებათა პოლონეთის ჰელსინკის ფონდში. ვარშავა, პოლონეთი;
2008 წელს იყო კოორდინატორი პროექტის „ვორქშოფი ადამიანის უფლებათა ადვოკატებისათვის და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური როლი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოების პროცესში, ძირითადი და პროცედურული საკითხები“ ფარგლებში, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“;
2006 – 2007 წელს იყო ასისტენტი პროექტის „სტრატეგიული სამართალწამროება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“;
2004 – 2006 წლებში იყო ასისტენტი პროექტის „სტრატეგიული სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით: ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა” ფარგლებში, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. თბილისი, საქართველო;
2004 წელს იყო სამართლებრივი მკვლევარი პროექტის „გაკოტრების წარმოების შესახებ კანონი და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი“ ფარგლებში, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“;
2003 – 2004 წელს იყო ადვოკატი-სტაჟიორი იურიდიული კლინიკის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“;
2017 წლის 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად;
თბილისი, საქართველო
სხვა პროფესიული გამოცდილება
ნოემბერი, 2015 - მარტი, 2016
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, წევრი
თებერვალი, 2015 - მარტი, 2016
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი, საუწყებათაშორისო საბჭო, წევრი
ივლისი, 2013 - დეკემბერი, 2014
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრი/ექსპერტი
დეკემბერი, 2012 - იანვარი, 2014
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, საქართველოს ეროვნული პლატფორმა, პირველი სამუშაო ჯგუფი „დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა“, თანაკოორდინატორი და საკოორდინაციო საბჭოს წევრი
მაისი, 2011 - თებერვალი, 2013
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, მმართველი საბჭოს წევრი
სექტემბერი, 2010 - თებერვალი, 2013
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, გამგეობის წევრი/თანადამფუძნებელი
მაისი, 2006
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართალში