ლევან თევზაძე

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1979 წლის 28 მაისს;

განათლება:

1996 წელს დაამთავრა რუსთავის 23-ე საშუალო სკოლა;

2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2014 წლის სექტემბრიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი;

სამუშაო გამოცდილება:

2001-2002 წლებში იყო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი;

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის სააღსრულებო ბიუროში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;

2003-2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი;

2004 წელს მუშაობდა საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;

2004-2005 წლებში იყო საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის საჩივარ-განცხადებებზე რეაგირების განყოფილების უფროსის მოადგილე;

2005 წელს იყო საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი;

2005-2007 წლებში იყო საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსი გამომძიებელი;

2008 წელს მუშაობდა საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსად;

2008-2009 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;

2009-2012 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;

2013 წლიდან დღემდე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;

2013 წლის ივნისიდან არის სქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე;

2015 წლის 11 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.