ლევან გზირიშვილი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1959 წლის 13 ნოემბერს ქ.კასპში;

განათლება:

1983 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

1983-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში. სხვადასხვა დროს იყო ადიგენის რაიონის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი; გორის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; ამავე რაიონის პროკურორის თანაშემწე; საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს პროკურორი; შინაგან საქმეთა ორგანოებში მოკვლევასა და გამოძიებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი; საგამოძებო ნაწილის პროკურორი; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო განყოფილების პროკურორი; კასპისა და ხაშურის რაიონების პროკურორი.

1998 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები და 1999 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განწესებულ იქნა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ, სადაც მუშაობდა 2003 წლამდე.

2004 – 2008 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად - კასპის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად (დამოუკიდებელი კანდიდატი). იყო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრი; ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ წევრი; ფრაქცია „ჩვენი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე.

2012-1013 წლებში ეკავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობა.

2017 წლის 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.