ირმა გელაშვილი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1980 წლის 9 ივნისს ქ. თბილისში.

განათლება:

1997 წელს დაამთავრა თბილისის N57 საჯარო სკოლა.

1997-2002 წლებში სწავლობდა ივა. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 - 2012 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

2012 წელს მოიპოვა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი.

სამუშაო გამოცდილება:

2002-2003 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი.

2002-2003 წლებში იყო იურიდიული ფირმა ,,თემიდა 2002”-ის იურისტი.

2003-2005 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

2006 -2008 წლებში მუშაობდა შპს ,,ჰიდროსერვისში” იურისტად.

2006-2009 წლებში მუშაობდა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის” იურიდიულ დეპარტამენტში იურისტად.

2005-2012 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორი, კერძო სამართლის მიმართულებით.

2012 წლის ივნისიდან დღემდე არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე არის ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2013-2015 წლებში იყო საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელ საზოგადოებაში, ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტ ,,პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი“-ს იურისტი.

2013 -2016 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი.

2014-2017 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ასოცირებული პროფესორი.

2015-2016 წლებში იყო შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ადმინისტრაციის უფროსი.

2016 წელს იყო შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ადმინისტრაციის უფროსი.

2017 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

2018 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი.

2018 წლის მარტიდან არჩეულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრად.