ირაკლი შენგელია

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1976 წლის 27 დეკემბერს ქ. სამტრედიაში.

განათლება:

1993 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის N2 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და მიღებული აქვს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩათვლები მკვლელობის და სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკის პრობლემებზე.

სამუშაო გამოცდილება:

1994-1995 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონის სასამართლოს არქივარიუსად.

1995-1999 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონის სასამართლოს აღმასრულებლად.

1999-2000 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2000-2001 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

2002-2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.

2004-2005 წლებში მუშაობდა შსს გენერალურ ინსპექციაში ინსპექტორის თანამდებობაზე.

2005 წლის მარტიდან სექტემბრამდე მუშაობდა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2006-2007 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2007 წლის ივლისიდან ნოემბრამდე მუშაობდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად.

2007 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

2016 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2016 წლის აგვისტოდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

2017 წლის ივნისში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.