ირაკლი ბონდარენკო

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1976 წლის 21 მარტს ქ. თელავში;

განათლება:

1993 წელს დაამთავრა თელავის #8-ე საშუალო სკოლა;

1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2007-2009 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

სამუშაო გამოცდილება:

1998-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წამყვან სპეციალისტად, შემდგომ მოსამართლის თანაშემწედ და მთავარ მრჩევლად;

2009-2011 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2011 წლის მარტიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, ამავდროულად დაკისრებული ჰქონდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება;

2012-2017 წლებში იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ;