საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - გიორგი მიქაუტაძე

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1982 წლის 6 სექტემბერს ქ. თბილისში.

განათლება:

1999 წელს დაამთავრა თბილისის იპოკრატე შევარდნაძის სახელობის მრავალდარგობრივი ლიცეუმი.

2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2005 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება:

2006 წელს მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად.

2006-2010 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2010 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად.

2012-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2015-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

2017 წლის აპრილიდან დღემდე არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2017 წლის ივნისიდან დღემდე არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივანი.

2019 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.