დიმიტრი გვრიტიშვილი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1980 წლის 16 ოქტომბერს დუშეთში.

განათლება:

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის N36 საშუალო სკოლა.

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

2003-2005 წლებში მუშაობდა კავშირში - ადვოკატთა ასოციაცია.

2005-2007 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

2007 წელს მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად.

2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2012-2016 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამასთანავე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

2015-2016 წლებში დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

2016 წლის ივლისიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2017 წლის ივნისში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.