ანა დოლიძე

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1979 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში.

განათლება:

2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2004 წელს მიენიჭა ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი (LLM);

2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „სასამართლოს მეგობარი საერთაშორისო სამართალში“ და მიენიჭა კორნელის უნივერსიტეტის იურიდიული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

2002 წელს გაიარა სტაჟირება ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში; 2002-2003 წლებში მუშაობდა ორგანიზაცია Save the Children საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის პროგრამის ოფიცერის თანამდებობაზე.

2008-2009 წლებში იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის Human Rights Watch-ის მკვლევარი.

წაკითხული აქვს ლექციები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის ნიო-იორკის უნივერსიტეტში, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, კემბრიჯის უნივერსიტეტში, ლონდონოს ეკონომოკურ სკოლაში, დიუკის უნივერსიტეტში, ტორონტოს უნივერსიტეტში, ქუინსის უნივერსიტეტში (ჩრდილოეთ ირლანდია), გლაზგოს უნივერსიტეტში;

გამოქვეყნებული აქვს 2 წიგნი და 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ანგარიში გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სამართლის, საერთაშორისო სამართლის საკითხებზე (ინგლისურ და ქართულ ენებზე).

მიღებული აქვს მრავალი პროფესიული სტიპენდია და ჯილდო, მათ შორის ატლანტიკ ბრიუკეს „ახალგაზრდა ევროპელი ლიდერი“ (2009), იყო კორნელის უნივერსიტეტის სრული სადოქტორო სტიპენდიანტი, ატლანტიური აკადემიის, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთბების ცენტრის, კოლუმბიის უნივერსიტეტის და სტენფორდის უნივერსიტეტის, ბრიტანეთის საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის მოწვეული მკვლევარი.

სამუშაო გამოცდილება:

2000–2001 წლებში იყო ორგანიზაცია Project Harmony International-ის საქართველოს ოფისში ოჯახური ძალადობის საზოგადოებრივი თანამშრომლობის პროგრამის ასისტენტი, შემდეგ - ამავე პროგრამის კოორდინატორი.

2004 - 2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

2013-2016 წლებში იყო დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი (კანადა).

2015 წლის მაისიდან 2016 წლის 27 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.

2016 წლის 27 ივნისიდან 2018 წლის 8 იანვრამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

2017 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2018 წლის 8 იანვარს დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.