საზოგადოებასთან ურთიერთობის და ხარისხის მართვის დეპარტამენტი

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია: საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და სტანდარტების შემუშავება; ხარისხის ჯგუფის შექმნა და მისი საქმიანობის კოორდინაცია; საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის აუდიტი; საზოგადოების ინფორმირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე და საერთო სასამართლოებში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენა.