სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი

სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი შედგება სამი სამმართველოსაგან: სისხლის სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო; სამოქალაქო საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო; ადმინისტრაციულ საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო.

დეპარტამენტის ფუნქციებია: საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების მომზადება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკის წარმოება და მისი განზოგადება.