უფროსი კონსულტანტი - ლაშა სულთანიშვილი

დაიბადა 1974 წლის 21 მაისს. ქ. თბილისში.

1980-1991 წლებში წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის მე-7 საშუალო სკოლა.

1991-1997 წლებში წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. მშენებლობის ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით.

1997-2001 წლებში მუშაობდა თბილისის სააქციო საზოგადოება ,,კობი”-ს (სამშენებლო კომპანია) მთავარ ეკონომისტად.

2001-2003 წლებში მუშაობდა სს ,,გაერთიანერბული ქართული ბანკის” პერსონალისა და საქმეთა მმართველობის დეპარტამენტში.

2003-2004 წლებში მუშაობდა სს ,,გაერთიანებული ქართული ბანკის” გენერალური დირექტორის აპარატში თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში.

2004-2005 წლებში სს ,,გაერთიანებული ქართული ბანკის” რუსთაველის ფილიალის აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების მენეჯერად.

2006-2007 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის სამშენებლო საქმეთა სამმართველოს მთავარ სპეციალისტად.

2007 წლის 6 თებერვლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის, საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს უფროს კონსულტანტად.

ჰყავს მეუღლე და შვილი