სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის შემადგენლობაშია სამართლებრივ საკითხთა სამართველო და საფინანსო-სამეურნეო სამართველო.

დეპარტამენტი უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართალშემოქმედებით საქმიანობას; გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას, ამოწმებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების კანონმდებლობასთან შესაბამისობას და ადმინისტრაციული საჩივრების მომზადებას; სასამართლო დავებზე და საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობას; უზრუნველყოფს დავების ანალიზს, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს; აღრიცხავს ერთიან საინფორმაციო ბანკს; ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებას.