ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის შემადგენლობაშია კანცელარია, მანდატურის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური.

დეპარტამენტი აწესრიგებს იუსტიციის უმარლესი საბჭოსა და მისი აპარატის სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაციასა და გადაგზავნას, ორგანიზაციას უწევს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას; ახორციელებს საიდუმლო კორესპონდენციების მიღებას, რეგისტრაციას, მოძრაობის გაფორმებას, გაგზავნას, დავალებათა შესრულების კონტროლს, საქმეთა ფორმირებას; საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებას, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზებას, არქივის წარმოებას; უზრუნველყოფს ლოკალური კომპიუტერული ქსელის, ინტერნეტთან კავშირის, ვებ გვერდის, ტელე-საკომუნიკაციო ქსელების მონტაჟს და მათ გამართულ ფუნქციონირებას; თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების მიზნით უზრუნველყოფს აპარატის მოხელეთა გადამზადებას, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.