დეპარტამენტის უფროსი - თინათინ აბრალავა

დაიბადა 1985 წლის 5 იანვარს, ქ. თბილისში.

2002 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 124–ე საშუალო სკოლა.

2002-2007 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართალმცოდნის სპეციალობაზე.

2003 წელს გაიარა ინგლისური ენის კურსები დიდ ბრიტანეთში ,,LONDON SCHOOL OF ENGLISH".

2008 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2006–2009 წლებში მუშაობდა სს ,,სახალხო ბანკში" საოპერაციო რისკების მართვის სპეციალისტად.

2009–2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალისტად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს კონსულტანტის თანამდებობაზე.

2011 წლის 1 სექტემბრიდან გადაყვანილ იქნა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტის თანამდებობაზე.

2012 წელს მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2013 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით დაინიშნა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2015 წლის 30 იანვრის ბრძანებით, დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.