მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი

მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლეების აღრიცხვა და შეფასების პერიოდების დაცვის კონტროლი; თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის დაწყებისთანავე შეფასების პროცედურების თაობაზე მოსამართლეთა ინფორმირება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემფასებელი წევრებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა და კონკრეტული კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება; შეფასების თითოეული პერიოდის დასრულებისთანავე მოსამართლის შეფასების ანგარიშების დალუქული სახით შენახვა და მოთხოვნის შემთხვევაში მათი შესაფასებელი მოსამართლისათვის გაცნობა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება მოსამართლის საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით; მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე საჩივრისა და თანდართული მასალების საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატისათვის გადაცემა.