უფროსი კონსულტანტი - გიორგი მთიულიშვილი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1988 წლის 10 იანვარს ქ. ახმეტაში

განათლება

2010 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, სამართლმცოდნეობის სპეციალობით;

2012 წელს დაამთვრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2015 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამაზე;

სამუშაო გამოცდილება

02/2018 დან - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის უფროსი კონსულტანტი;

01/2018 – 02/2018 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი;

07/2015 – 01/2018 – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის მრჩეველი / III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

09/2012-დან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი;

03/2015 – 07/2015 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსი;

12/2012 – 03/2015 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის იურისტი;

09/2012 – 12/2012 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს იურისტი;

06/2012 – 09/2012 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პატრულის სამმართველოს იურისტი;

09/2011 – 06/2012 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პატრულის სამმართველოს თბილისი-მცხეთა მთიანეთის განყოფილების უფროსი პატრული (იურისტის მ/შ);

02/2011 – 09/2011 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პატრულის სამმართველოს თბილისი-მცხეთა მთიანეთის განყოფილების უმცროსი პატრული (იურისტის მ/შ);

11/2010 – 02/2011 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის იურისტ-კონსულტანტი;

03/2010 – 02/2011 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის კლინიკის კოორდინატორი;

06/2010 – 12/2010 - საქართველოს უზენაესი სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი;

პროფესიული განვითრება / სასწავლო კურსები

2008 - 2009 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის ,,იურისტთა ალიანსი“-ს მიერ ორგანიზებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერით ჩატარებული იმიტირებული სასამართლოს პროცესების ოლიმპიადის ორგანიზატორი;

2008 - GLSA, OSCE და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ორგანიზებული იმიტირებული სასამართლოს პროცესების ეროვნული ოლიმპიადა - საუკეთესო მხარე;

2010 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის წევრი, კემბრიჯის უნივერსიტეტისა და ბრიტანული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ევროპის სამართალში, ქ. სოფია, ბულგარეთი;

2010 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის წევრი, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, პეპერდინის უნივერსიტეტი, მალიბუ, აშშ;

2011 - კემბრიჯის უნივერსიტეტისა და ბრიტანული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული იმიტირებული სასამართლო პროცესები ევროპის სამართალში, ქ. ვილნიუსი, ლიტვა;

2012 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის წევრი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის და ვილჰელმ მერტონის ევროპული ინტეგრაციისა და საერთაშორისო ეკონომიკური ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ საინვესტიციო საარბიტრაჟო იმიტირებულ პროცესებში, ქ, ფრანკფურტი, გერმანია;

2008 - 2009 - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, სასწავლო კურსი სისხლის სამართალში;

2009 - ABA, USAID და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი ,,GTU Law Clinic“ - ტრენერი;

2008 - სტუდენტური მედია პროექტის ,,ეტალონი"-ს გამარჯვებული (სტიპენდიანტი);