უფროსი კონსულტანტი - თამარ დევდარიანი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1989 წლის 8 დეკემბერს, ქ. საჩხერეში.

განათლება:

2007 წელს დაამთავრა თბილისის 97-ე საჯარო სკოლა.

2011 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2018 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა საჯარო სამართლის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:

2011 წელს გაიარა პრაქტიკა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობაში საქმისწარმოება საზოგადოებრივ საწყისებზე.

2011 წელს 1 მარტიდან 31 მაისამდე გაიარა პრაქტიკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში.

2011 წლის 1 ივნისიდან 01 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად.

2011 წლის 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრამდე გაიარა კომპიუტერული საოფისე პროგრამების სასწავლო კურსი CAC-ს კავკასიის აკადემიურ ცენტრში.

2012 წლის 9 იანვრიდან 2013 წლის 8 იანვრამდე გაიარა სტაჟირება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2013 წლის 12 მარტის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს კონსულტანტის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს კონსულტანტის თანამდებობაზე..

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2015 წლის 20 მაისის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე.

2015 წელს The Cambridge Center-ში გავლილი აქვს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი First Certificate in English და ჩაბარებული აქვს შესაბამისი გამოცდა B2 დონეზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 ივლისის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წევრის თანამდებობაზე.

2018 წლის 07 თებერვლიდან არის დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატის უფროსი კონსულტანტი.