კონსულტანტი - ეროსი ბზეკალავა

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1982 წლის 4 მარტს ქ. თბილისში

განათლება:

1999 წელს დაამთავრა ქ. თბილისის წმინდა ნინოს სახელობის N47 საშუალო სკოლა

2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, იურისტის კვალიფიკაციით.

2009 წელს დაამთავრა გერმანიის ქ. ბრემენის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა, მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

2013 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტურაში (დოქტორანტი).

1999 წელს იყო კონკურსის, „ვსწავლობთ დემოკრატიას“ მე-3 ადგილის პრიზიორი.

1999 წელს იყო საქართველოს პარლამენტის დარბაზის მაცნე.

2011.02 – 2011.05 გავლილი აქვს CIM- ის ეგიდით ჩატარებული პრაქტიკული ტრენინგი გერმანულ ენაზე საერთაშორისო ბიზნეს კომუნიკაციაში.

2012 წლის აპრილში იყო ტრენერი დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებულ ტრენინგში „კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა“.

2013 წლის მარტიში იყო ტრენერი დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებულ ტრენინგში „კრედიტის უზრუნველყოფის ღონისძიებები“.

2013.03 – 2014.05 გავლილი აქვს USAID-ის ეგიდით ჩატარებული პრაქტიკული ტრენინგი სამართებრივი დისციპლინების სწავლების მეთოდოლოგიაში.

2013 წელს იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის კომისიის წევრი.

2015 წლის აგვისტოში იყო 2 კვირიანი გერმანულენოვანი კომფერენციის, თემაზე „მოქალაქეებისა და სახელმწიფოს მოქმედების არეალი“, მონაწილე გერმანიაში, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში (მოხესენების თემა - „ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალსაფეხურიანი სისტემა ევროკავშირის ფარგლებში“).

2015 წელს იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის კომისიის წევრი.

2013 წელი - მომხმარებელთა უფლებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით (სტატია).

2013 წელი - პირობადებული საკუთრება ქართული და გერმანული სამართლის მიხედვით (სედარებითი ანალიზი).

2014 წელი - ევროკავშირის სამართალი და კერძო სამართალი (თარგმანი).

2014 წელი - ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები (თარგმანი).

2017 წელი - სამოქალაქო კოდექსის კომენტარები (სამუშაო ჯგუფის წევრი).

სამუშაო გამოცდილება:

2007 – 2009 წლებში მარკეტინგული კვლევითი ინსტიტუტის „ABH” კვლევის ასისტეტნტი (გერმანია, ჰამბურგი).

2012 – 2017 წლებში იყო მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2012 - წლიდან დღემდე არის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის უფროსი.

2013 – 2014 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი.

2014 – 2017 წლებში იყო მოწვეული ლექტორი სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში.

2014 – 2016 წლებში იყო მოწვეული ლექტორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

2015 წელს იყო სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილე.

2016 წლის 9 დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის სამოქალაქო საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმმართველოს კონსულტანტი.

2018 წლის თებერვლიდან არის დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატის კონსულტანტი.