აპარატი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი. აპარატში იქმნება დეპარტამენტები, სამმართველოები, სამსახურები და სხვა სტრუქტურული ერთეულები. სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციები და ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.