აბაშიძე ზურაბ (საბჭოს მდივანი)

დაიბადა 1973 წელს ქ. თბილისში.

1990-1995 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

1993-1995 წლებში სწავლობდა მანჩესტერის კოლეჯში.

1995 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდული განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

1996-1998 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსის თანაშემწე.

1998-2000 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის რეფერენტი.

2000 წლიდან 2002 წლამდე იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.

2002 წლიდან 2004 წლის აპრილამდე იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი.

მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველის სპეციალური წოდება.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.