7 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა
მარტი 23, 2018

2018 წლის 23 მარტს 10 საათზე გაიმართა კენჭისყრა თანამდებობაზე იმ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მიზნით, რომლებიც 2015 წლის 1 მაისიდან გამწესდნენ თანამდებობაზე 3 წლის ვადით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4(1) პუნქტის შესაბამისად.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით 2018 წლის 1 მაისიდან მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესდნენ:

  1. გოგუაძე ელენე - თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  2. გულუაშვილი მერი - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  3. კაკაბაძე ხათუნა - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  4. კოპალიანი ირაკლი - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  5. მეშველიანი თამარ - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  6. ფარქოსაძე დიანა - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  7. ქოქიაშვილი მაია - თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია