5 თებერვალს 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება
თებერვალი 4, 2020

5 თებერვალს 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპზე კანდიდატების დაშვების საკითხი (იხ. დღის წესრიგი).

სხდომის შემდეგ დაგეგმილია მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში 70 კანდიდატი მონაწილეობს. მათი განაცხადების რეგისტრაცია 2020 წლის 10 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.