44 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა
თებერვალი 22, 2018

2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა კენჭისყრა თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ იმ მოსამართლეთა უვადოდ გასამწესებლად, რომლებმაც მიმართეს საბჭოს წერილობითი განცხადებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით 50 კანდიდატიდან უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, 44 მოსამართლე გაამწესეს.

2017 წელს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლის თანახმად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეტაპობრივად მომართა სამი წლის გამოსაცდელი ვადით დანიშნულმა 53-მა მოსამართლემ უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.

თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მიზნით მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა განახორციელეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურები.

პროცედურების ეტაპზე ერთი კანდიდატი გათავისუფლდა თანამდებობიდან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, ერთი კანდიდატი გამწესდა თანამდებობაზე უვადოდ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის შედეგების მიხედვით 2018 წლის იანვრიდან, ხოლო ერთმა კანდიდატმა გასაუბრების ეტაპზე მოხსნა კანდიდატურა.

შესწავლის პროცედურის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის 6, 7 და 8, თებერვალს ჩაატარა გასაუბრება მოსამართლეებთან, ხოლო გასაუბრების დასრულების შემდეგ, ყოველმა წევრმა დამოუკიდებლად შეავსო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმა.

გასაუბრების ეტაპზე 50 მოსამართლიდან 34-მა მოითხოვა სხდომის დახურვა, 14 - წევრის აცილება.

ორი კანდიდატის მიმართ საბჭოს წევრებმა დააყენა თვითაცილება.

მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ კანდიდატს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია.

შეფასების შედეგების შეჯამების შედეგად დადგინდა, რომ 50 მოსამართლე აკმაყოფილებდა როგორც კეთილსინდისიერების, ასევე კომპეტენტურობის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. შესაბამისად, აღნიშნულ კანდიდატებთან მიმართებაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით მათი ამ კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ გამწესების თაობაზე.

მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებულ მოსამართლეთა სია

1. თოდუა ილონა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

2. ლომიძე მერაბ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

3. ჩოხელი მანანა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

4. ბერეკაშვილი დიანა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

5. ბონდარენკო ირაკლი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

6. გვარამია ლევან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

7. გიორგიშვილი გოდერძი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

8. გუჯაბიძე ნათია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

9. ცისკარიძე ეკატერინე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

10. კაპანაძე მანუჩარ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

11. ნადარაია რევაზთბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

12. გოგინაშვილი გიორგი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია

13. პერანიძე ირმა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

14. სვანიძე თეიმურაზ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

15. ოქროპირაშვილი მალხაზ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია

16. კვაჭანტირაძე ინგა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

17. მამულაშვილი ლეილა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

18. ღლონტი ივანე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

19. ჭალიძე ნინო - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

20. აბჟანდაძე დალი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

21. ავალიშვილი ლია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

22. კვარაცხელია ზოია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

23. მაისურაძე გიორგი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

24. ჩანტლაძე მადი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

25. გუნცაძე შორენა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

26. მსხილაძე ლილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

27. ხორავა რომან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

28. ბოლქვაძე ხათუნა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

29. მოსიძე ციცინო - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

30. დგვარელი თეიმურაზ - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

31. გოცირიძე გურამ - ამბროლაურის რაიონული სასამართლო

32. მჭედლიშვილი შალვა - ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ადიგენის მუნიციპალიტეტში

33. ოსაძე ელენე - ზესტაფონის რაიონული სასამართლო

34. ნიკურაძე შოთა - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

35. ონიანი ნინო - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

36. ლუაშვილი ქეთინო - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

37. ზარქუა ნონა - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხონის მუნიციპალიტეტში

38. ყიფიანი ივანე - საჩხერის რაიონული სასამართლო

39. ზარქუა ირინა - სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო

40. ცანავა ლელა - სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო

41. სირაძე შოთა - ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხობის მუნიციპალიტეტში

42. ფარეიშვილი თეიმურაზ - ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქარელის მუნიციპალიტეტში

43. კიკილაშვილი ხვიჩა - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

44. მგელაძე ნუგზარ - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხულლოს მუნიციპალიტეტში