28 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება
ნოემბერი 27, 2019

28 ნოემბერს, 10:00 საათზე გაგრძელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა.

მოსმენის დასრულების შემდეგ, ჩატარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.