ვალერიან ბუგიანიშვილი (EN)

დაიბადა 1983 წლის 10 მაისს ქ. თბილისში.

2000 წელს დაამთავრა თბილისის #174-ე საშუალო სკოლა.

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.


2005 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2006-2008 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2008 წლიდან 2011 წლის 5 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოში მრჩევლის თანამდებობაზე.

2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2012 წლის ოქტომბრიდან ნოემბრამდე იყო გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყვარლის მუნიციპალიტეტში.

2012 წლის 20 ნოემბრიდან არის სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

არის დასაოჯახებელი.