ვახტანგ მრელაშვილი (EN)

დაიბადა 1970 წლის 16 მარტს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში.

1987 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.

1987-88,1990-91 წლებში მუშაობდა თელავის მანქანა-ტრაქტორთა პარკის რემონტისა და ექსპლოატაციის საწარმოში მუშად.

1988-90წწ. მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიაში.

1991-1996წწ. სწავლობდა ქალაქ თბილისის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1997-2005წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თელავის რაიონული განყოფილების გამომძიებლად.

2005-2006წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის უფროს გამომძიებლად.

2006-2007წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილედ.

2007-2008წწ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2008-2009წწ. მუშაობდა ამავე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე.

2009 წლის მარტის თვეში დაინიშნა ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2011 წლის მარტიდან-ოქტომბრამდე ასრულებდა ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.

2011 წლის ნოემბრიდან დღემდე არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.