თეა ლეონიძე (EN)

დაიბადა 1983 წლის 3 დეკემბერს, კასში.

1989-2000 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის შ.რუსთაველის სახელობის №112 საშუალო სკოლაში.

2000-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

2005-2006 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში - პრაქტიკანტი.

2006-2007 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი.

2006 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები.

2007-2012 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე

2008 წელს იუსტიციის უმაღლესი სკოლაში გაიარა კურსი (OHCHR (office of the higt commissioner for human rights Georgia)-ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციში.

2009 წელს მონაწილეობა მიიღო იუსტიციის უმაღლესი სკოლის (დანიის კავკასიის პროგრამა სათანადო მართვის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესება საქართველოში) მიერ ორგანიზებულ სემინარში, თემა: მოსამართლეთა თანაშემწეების პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

2010 წელსმონაწილეობა მიიღო იუსტიციის უმაღლესი სკოლის (დანიის კავკასიის პროგრამა სათანადო მართვის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესება საქართველოში) მიერ ორგანიზებულ სემინარში, თემა:,, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეცია“.

2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.

2012-2013 წლებში გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის - იუსტიციის მსმენელთა სასწავლო კურსი.

2013-2014 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე.

2014 წლის 27 მაისიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლე ყვარლის მუნიციპალიტეტში

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი