საქართველოს საერთო სასამართლოების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა (EN)
March 4, 2019

მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მასშტაბით ყველა სასამართლოში მომხმარებელთა გამოკითხვა ჩატარდა. 2019 წლის 21 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით სულ 2 794 მომხმარებელი გამოიკითხა, აქედან: 1051 (37,6%) ადვოკატი, 156 (5,6%) - პროკურორი, 847 (30,3%) - პროცესის მონაწილე პირი, 725 (25,9%) - მოქალაქე, 15-მა (0,5%) გამოკითხულმა კი არ უპასუხა კითხვას რა სტატუსით იყო სასამართლოში.

სასამართლო სრულად დამოუკიდებელია 1751 გამოკითხულისთვის (62,7%), უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე არ არის დამოუკიდებული 413-სთვის (გამოკითხულთა 14,3%), უფრო არ არის დამოუკიდებელი, ვიდრე დამოუკიდებელი 135 პირისთვის (გამოკითხულთა 4,8%), არ არის დამოუკიდებელი 289 პირისთვის (გამოკითხულთა 10,3%), კითხვაზე პასუხს თავი აარიდა 163-მა (გამოკითხულთა 5,8%), ხოლო უპასუხოდ დატოვა 43-მა პირმა (1,5%)


გამოკითხულთაგან სასამართლოს სრულად ენდობა 1943 პირი (გამოკითხულთა 69,5%), უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა 421 (გამოკითხულთა 15,1%), უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა 119 (გამოკითხულთა 4,3%), არ ენდობა 157 პირი (გამოკითხულთა 5,6%), პასუხის გაცემა გაუჭირდა 132 პირს (გამოკითხულთა 4,7%), ხოლო კითხვას არ უპასუხა 22 პირმა (გამოკითხულთა 0,8%)

გამოკითხულთაგან სასამართლო სრულად მიუკერძოებელია 1767 რესპოდენტისთვის (გამოკითხულთა 63,2%), უფრო მიუკერძოებელია, ვიდრე მიკერძოებული 442-სთვის (გამოკითხულთა 15,8%), უფრო მიკერძოებულია, ვიდრე მიუკერძოებელი 130 პირისთვის (გამოკითხულთა 4,7%), არ არის მიუკერძოებელი 238 პირისთვის (გამოკითხულთა 8,5%), კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა 170 რესპოდენტს (გამოკითხულთა 6,1%), კითხვას არ უპასუხა 47 პირმა (გამოკითხულთა 1,7%)

გამოკითხულთაგან 1709-ს მიაჩნია, რომ სასამართლო იღებს კანონიერ გადაწყვეტილებებს (გამოკითხულთა 61,2%), 169-ის აზრით, 565 რესპოდენტის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილებები უფრო კანონიერია - ვიდრე უკანონო (გამოკითხულთა 20,2%), 162 გამოკითხული მიიჩნევს რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები უფრო უკანონოა - ვიდრე კანონიერი (გამოკითხულთა 5,8%), სასამართლო არ იღებს კანონიერ გადაწყვეტილებებს (გამოკითხულთა 6%), 151-ს რესპოდენტს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა (გამოკითხულთა 5,4%), ხოლო უპასუხოდ დატოვა 38-მა პირმა (გამოკითხულთა 1,4%)

სასამართლოს მომხმარებელთა კვლევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) რეკომენდაციების მიხედვით - „სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვის კვლევისათვის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში“, ჩატარდა.

იხილეთ კვლევის შედეგები