რუსთავის საქალაქო სასამართლოში ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლედ მაია შოშიაშვილი გამწესდა (EN)
July 9, 2018

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. კენჭისყრაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თოთხმეტი წევრი მინაწილეობდა. მაია შოშიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე ცამეტი ხმით დაინიშნა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ ვაკანსიაზე დანიშვნის სურვილი ხუთმა მოსამართლემ გამოთქვა. მათთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას გაიმართა.