News
მოსამართლეები სავალდებულო ტრენინგებს გაივლიან (EN) June 5, 2018

მოსამართლეები სავალდებულო ტრენინგებს გაივლიან. გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ხმათა უმრავლესობით, 4 ივნისის სხდომაზე მიიღო. ტრენინგების ხანგრძლივობა განისაზღვრა წელიწადში არანაკლებ სამი დღით, მეთოდიკის განსაზღვრას და ჩატარებას კი იუსტიციის უმაღლესი სკოლა უზრუნველყოფს.