News
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება! (EN) June 4, 2018

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის 4 ივნისს, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 13მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლის შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე, თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, დანიშვნის საკითხის ინიცირების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

  1. სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია - 1 საშტატო ერთეული;
  2. სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - 1 საშტატო ერთეული;
  3. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - 1 საშტატო ერთეული.

აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნის მსურველმა მოსამართლეებმა შესაბამისი განაცხადი უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 4 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მატერიალური სახით ან გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: t.japaridze@hcoj.gov.get.magradze@hcoj.gov.ge; e.katamadze@hcoj.gov.ge.